Thursday, 13 May 2010

1) პროექტის სახელი:შიდსის პრობლემა საქართველოში
2) პროექტის მოკლე აღწერა:პროექტში მონაწილე მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას შიდსის ვირუსის აგებულების,გავრცელების,მავნებლობის შესახებ.მოიპოვებენ და ადარებენ სტატისტიკურ მონაცემებს სხვადასხვა ქვეყნებსა და საქართველოში დაავადებულთა შესახებ .აქვთ ურთიერთობა ადგილობრივ მოსახლეობასთან,თანატოლებთან.ატარებენ მათ გამოკითხვას წინასწარ შედგენილი კითხვარის დახმარებით.
3) პროექტის სრული აღწერა:აღნიშნული პროექტი მიგვაჩნია,რომ ძალზედ აქტუალურია.რას ნიშნავს შიდს–ი,როგორია შიდსის სტატისტიკა საქართველოში.–ამ ინფორმაციის მოძიება ხდება სათანადო ლიტერატურის,იტერნეტის საშუალებით.არის გაურკვეველი საკითხები,რაღაც უცნობია(მაგ.:უცნობია იცის თუ არა ახალგაზრდობამ როგორ გადაეცემა შიდს–ი ვირუსი,როგორ დაიცვას ადამიანმა თავი მისგან).ჩვენი მიზანია დავადგინოთ როგორია შიდს–ის შესახებ ცოდნის დონე ადგილობრივ ახალგაზრდობაში,შეძლებისდაგვარად ავამაღლოთ მოსახლეობის ცნობიერება.ბროშურის გამოშვება,სადაც განათავსებენ მოძიებულ ინფორმაციას.ეს ბროშურები დაურიგდებათ ახალგაზრდებს–გავაკეთოთ სხვისთვის სასარგებლო საქმე.
4) მონაწილეთა ასაკი/კლასი:IX-Xკლ.
5) ვადები/ხანგრძლივობა:ნებისმიერი 2–3 კვირის განმავლობაში მასწავლებლის მიერ ინდივიდუალურად დაგეგმილი პროგრამის შესაბამისად.
6) პროექტის შესაძლო აქტივობები:შესაბამისი ლიტერატურის და ინფორმაციის მოძიება,სპეციალური კითხვარის შედგენა,რომლის მიხედვითაც ჩაატარებენ გამოკითხვას ახლობლებში,მეზობლებში,თანაკლასელებში.ნაცნობი ინფორმაციის დაწერა,წარდგენა,მონაცემთა აღრიცხვა.ერთმენეთის ნამუშევრების შეფასება,თანამშრომლობა.
7) მოსალოდნელი შედეგები:მოსწავლეები გაიუმჯობესებენ ცოდნას აღნიშნული ვირუსის მავნებლობის შესახებ.მოპოვებულ ინფორმაციის მონაცემები დაფიქსირდება ჩანაწერის სახით.მოხდება შეგროვილი ინფორმაციის კლასიფიცირება გამოკითხულთა პასუხების შინაარსის,გამოკითხულთა ასაკის,სქესის,სოციალური მდგომარეობის მიხედვით.მონაცემები გაფორმდება ცხრილის ან დიაგრამი სახით.
8) სასარგებლო სხვებისთვის:პროექტის გაცნობა იმ ადამიანებისთვის,ვინც არ არიან ჩართული პროექტში.მსურველები გაეცნობიან ინფორმაციას შიდს–ის შესახებ,ამ ვირუსის წარმოშობა–გავრცელების შესახებ.
9) სამუშაო ენა:ქართული.
10) ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ქიმია,ბიოლოგია.ისტ–ის ტექნოლოგიები.
11) ფასილიტატორის სახელი,გვარი:ხათუნა ნოზაძე
12)ფასილიტატორის ელ–ფოსტა:x.nozadze94@gmail.com
13)პროექტის ფორუმი:

Saturday, 8 May 2010

ხათუნა ნოზაძე

საგანმანათლებლო პროექტი